უმუშევრობის ბუნებრივი დონე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უმუშევრობის ბუნებრივი დონე - (natural rate of unemployment), უმუშევრობის დონე სრული დასაქმების პირობებში. უმუშევრობის ბუნებრივი დონე დამახასიათებელია ეკონომიკური განვითარების ისეთი პერიოდისათვის, როდესაც მეპ-ის რეალური და პოტენციური დინამიკა ერთმანეთს ემთხვევა და არ არის დამოკიდებული ეკონომიკური განვითარების რეალურ ტემპებზე. გაიანგარიშება, როგორც ფრიქციული და სტრუქტურული უმუშევრობის მაჩვენებელთა ჯამი გაყოფილი ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რიცხოვნობაზე.

მისი შემცირება შეუძლებელია ერთობლივი მოთხმოთხოვნის გაზრდით. ფილიპსის ვერტიკალური მრუდი გვიჩვენებს, რომ ნებისმიერი მცდელობა უმუშევრობის შემცირებისა მის ბუნებრივ დონეზე დაბლა იწვევს ინფლაციის დაჩქარებას. გამოიყენება აგრეთვე ტერმინი უმუშევრობის არამზარდი დონე (non-acelerating rate of unemployment), რომელიც გამოხატავს უმუშევრობის დონეს ინფლაციის სტაბილური ტემპების პირობებში რეალური და პოტენციური მეპ-ის დინამიკების დამთხვევის დროს. უმუშევრობის ბუნებრივი დონე 60-იანი წლების დასაწყისში შეადგენდა 4%-ს, ხოლო 80-იანი წლებიდან - 6-7%-ია.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები