უნანიანი ოვანეს
ოვანეს ვაღარშაკის ძე უნანიანი – (დ.10.06.1952), სომეხი პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი (2003).
დაიბადა ქ. ახალქალაქში (საქართველოს სსრ).
1970-1975 წლებში სწავლობდა ერევნის სახელმწიფო უნივერ სიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
1975 წლიდან მუშაობდა სომხეთის სსრ შსს აპარატში.
1975-1977 წლებში მუშაობდა სპანდარიანის რაიონის შს განყოფილებაში, არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექციაში, უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე.
1977-1983 წლებში მუშაობდა იმავე განყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს ინსპექტორად, შემდეგ უფროს ინსპექტორად.
1983 წელს დაინიშნა ქ. ერევნის შსს სისხლის სამართლის სამძებროს განყოფილების მთავარ ინსპექტორად.
1983-1984 წლებში ეკავა სპანდარიანის რაიონის შს განყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს ქვეგანყოფილების უფროსის თანამდებობა.
1984-1991 წლებში მუშაობდა ორჯონიკიძის რაიონის შს განყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს ქვეგანყოფილების ოპერრწმუნებულად, შემდეგ უფროს ოპერრწმუნებულად.
1991-1993 წლებში მუშაობდა იმავე განყოფილებაში, სისხლის სამძებროს ქვეგანყოფილების უფროსად, შემდეგ განყოფილების უფროსის მოადგილედ.
1993-1994 წლებში მუშაობდა შაუმიანის რაიონის შს განყოფილების უფროსად.
1994 წელს მუშაობდა ქ. ერევნის შს სამმართველოს უფროსის მოადგილედ.
1994-1996 წლებში იყო სომხეთის რესპუბლიკის შსს მინისტრის მოადგილე.
1996-1997 წლებში – კვლავ შაუმიანის შს განყოფილების უფროსია.
1997 წელს მიენიჭა პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება.
1997-2003 წლებში – კვლავ სომხეთის რესპუბლიკის შს მინისტრის მოადგილეა.
2003 წელს დაინიშნა სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსის მოადგილედ.
მინიჭებული აქვს – რუსეთის ფედერაციის შსს დამსახურებული თანამშრომლის (2001), სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების დამსახურებული თანამშრომლის (2002), სომხეთის რესპუბლიკის შსს დამსახურებული თანამშრომლის (2003) წოდებები.
სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებულია დამსახურებისათვის სამშობლოს წინაშე (2001), და მარშალ ბაგრამიანის ორდენებით.