უნესტრო ფუტკრები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უნესტრო ფუტკრები - საოცარია, მაგრამ თურმე ასეთო ფუტკრებიც არსებობენ. დაახლოებით 100-მდე სახეობის ასეთი ფუტკარი ჩვენი პლანეტის ტროპიკებში - ამერიკასა და სამხრეთ აზიაში; რასაკვირველია თავდაპირველად ადამიანები შეეცადნენ მათ მოშინაურებას, მაგრამ ორი მიზეზის გამო ეს ვერ მოხერხდა პირველი იმიტომ, რომ ეს ჯიში სხვა კლიმატურ პირობებს ვერ ეგუება; მეორეც იმიტომ, რომ მართალია, მათ შხამიანი ნესტარი ატროფირებული აქვთ, მაგრამ თავიანთი ბუდის დაცვისას, ისინი ყბებით ისე მტკივნეულად იჩქმიტებიან, რომ ამ ადგილებში ჩნდება წყლულები, რაც შემდეგ შემაწყხებელ ქავილსა და წვას იწვევს.

აგრესიულად განწყობილი უნესტრო ფუტკრები მასoბრივად თავს ესხმიან თავიანთ მტერს და ცდილობენ შეძვრნენ მის ყველაზე მგრძნობიარე ადგილებში - იღლიასა, თვალის უბეებში და ა.შ. ისინი ისე მაგრად ჩეჭიდებიან ხოლმე მტრის სხეულს, რომ მათი ჩამობერტყვა შეუძლებელია თუნდაც ტანითაც რომ მოაწყვიტოთ. ასე რომ, ვისაც მათთან ჰქონია საქმე, ჩვენებური ფუტკრის შხამიანი ნექტარი ერთონ „სიმპათიურ“ იარაღად მოეჩვენება.

უნესტრო ფუტკრები (მელიპონები, ტრიგონები) თავიანთ ბუდეებში ფიჭებს აშენებენ ჰორიზონტალურად და შუაგულებით ერთმანეთთან ამაგრებენ. ისინი ფიჭის უჯრედებში მხოლოდ ბარტყებს ზრდიან, თაფლისთვის კი სპეციალურ ჭურჭელს „კასრს“ამზადებენ, რომლებიც ხანდახან ქათმის კვერცხის ზომას აღწევენ და ასეთნაირად ერთ ოჯახს 3 კგ. თაფლის შეგროვება შეუძლია.

წყარო

მეფუტკრეობის ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები