უნია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უნია – საერთაშორისო სამართალში (გვიან. ლათ. unio – ერთიანობა, გაერთიანება), ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს გაერთიანება ერთი სახელმწიფოს მეთაურობით.

განასხვავებენ უნიის ორ სახეს – პიროვნულს (პერსონალურს) და რეალურს (ორგანულს). პიროვნებისვე უნია, როგორც წესი, წარმოიშობოდა მაშინ, როცა დინასტიური კავშირებისა და ტახტის მემკვიდრეობის წესის გამო, ერთი და იგივე პირი ხდებოდა ორი ან მეტი სახელმწიფოს მონარქი. პიროვნულ უნიაში გაერთიანებული სახელმწიფოები ინარჩუნებდნენ თავიანთ სუვერენიტეტს, ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოებს, საერთო მონარქის ხელისუფლება კი ნომინალური იყო. ამასთან, საერთაშორისო სამართლის სუბიექტად გამოდიოდა არა მთლიანად უნია, არამედ მასში გაერთიანებული თითოეული სახელმწიფო. პიროვნული უნიები ძირითადად ფეოდალიზმის პერიოდში არსებობდა.

რეალური უნია, როგორც სახელმწიფოთა უფრო მჭიდრო გაერთიანება, იქმნება ხელშეკრულების საფუძველზე (მაგ- შვედეთისა და ნორვეგიის უნია 1867-1918). ამ შემთხვევაში წარმოიშობა ახალი სახელმწიფო და შესაბამისად საერთაშორისო სამართლის ახალი სუბიექტი, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებში გამოდის როგორც ერთიანი სუვერენული სახელმწიფო, ხოლო უნიაში გაერთიანებული სახელმწიფოები კარგავენ სუვერენიტეტს და საერთაშორისო სამართალსუბიექტურობას. რეალური უნია შეიძლება იყოს როგორც ფედერაცია, ისე უნიტარული სახელმწიფო.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები