უნივერსალური შენობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
უნივერსალური შენობა − ძირითადად ერთსართულიანი შენობა, რომლის არქიტექტურულ-დაგეგმარებითი სივრცითი და კონსტრუქციული გადაწყვეტა მისი სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენების საშუალებას იძლევა. მასში შესაძლებელია მოწყობილობების თავისუფალი გადაადგილება ტექნოლოგიური პროცესების შეცვლისა და მთლიანად შენობის სწრაფი მოდერნიზების მიზნით. გავრცელებულია სანახაობითი დანიშნულების, სასპორტო და უნივერსალური სამრეწველო შენობები.