ურაველი (კურორტი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ურაველი – კურორტი ახალციხის მუნიციპალიტეტში, ერუშეთის ქედის კალთაზე, მდინარე ურავლის ხეობაში, ზღვის დონიდან 1200 მ სიმაღლეზე. მიდამოები შემოსილია წიწვიანი ტყეებით (ნაძვი, სოჭი). ზამთარი ზომიერად რბილი (იანვრის საშუალო ტემპერატურა – -40C) და მცირეთოვლიანია, ზაფხული – ზომიერად თბილი და ზომიერად მშრალი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა – +170 C). ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობაა 520 მმ. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია – მინერალური წყაროები – ურაველი.