ურაველი (მინერალური წყალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ურაველი – მინერალური წყალი მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ურავლის ხეობაში. გამოდის ქ. ახალციხის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 10 კმ მანძილზე. დღეღამური დებიტია 60-70 ათ. ლ., წყლის ტემპერატურა – 140C, საერთო მინერალიზაცია – 2.5-3 გ/ლ. მიეკუთვნება ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატულ კალციუმ-მაგნიუმიან წყალს. წყალი შეიცავს ნახშირმჟავა გაზსა (1.2 გ/ლ-ზე მეტს) და ბიოლოგიურად აქტიურ კომპონენტებს (90 მგ/ლ მეტ კაჟის მჟავას და 10 მგ/ლ მეტ ორვალენტიან რკინას). გამოიყენება სააბაზანო პროცედურებისათვის.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები