ურანიდები – (ბერძნ.) ასე ეწოდებოდათ ურანოსის შთამომავლებს, ტიტანებს. ყველაზე ცნობილი ურანიდი იყო კრონოსი, რომელიც თავის მეუღლე რეასთან ერთად მართავდა სამყაროს მას შემდეგ, რაც ურანოსის მეუფება წარსულს ჩაბარდა.
წყარო
მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის