უსაფრთხოების ზომები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უსაფრთხოების ზომები

1. მოქმედებების ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება ეროვნულ დონეზე პოტენციური და რეალური საფრთხეებისგან ქვეყნის დაცვის უზრუნველსაყოფად

2. პირობების შექმნა, იმისათვის, რომ გამოირიცხოს ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროს განკუთვნილ საიდუმლო ინფორმაციაზე არასანქცირებული ხელმისაწვდომობა.

3. სწავლებებზე ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც ხორციელდება პირადი შემადგენლობის უსაფრთხოების, იარაღის და საბრძოლო ტექნიკის დაცულობის უზრუნველსაყოფად.

მას განეკუთვნება: სწავლების რაიონის გაწმენდა საბრძოლო მასალებისგან, ჯარების გადაადგილებისთვის სარისკო ადგილებში საკომენდანტო სამსახურის, ხოლო წყლის წინაღობებზე – საძიებო-სამაშველო სამსახურების ორგანიზება, ადგილმდებარეობის საშიში მონაკვეთების (ხევები, ჭაობები, სარკინიგზო გადასასვლელები, გვირაბები, ნავთობის მილები, გაზსადენები და სხვა) შემოღობვა (აღნიშვნა) და მათზე ჯარების გატარების წესის განსაზღვრა, ცეცხლის იმიტაციის, ბომბების და ფუგასების გასასკდომი მონაკვეთების გამოყოფა და შემოღობვა (დაცვა), სწავლების დამთავრების შემდეგ აუფეთქებელი ჭურვების, გამოუყენებელი საიმიტაციო საშუალებების შეკრება და განადგურება.

სამხედრო-საზღვაო ძალებში სწავლების რაიონი სხვა ხომალდებისა და თვითმფრინავებისათვის (ვერტმფრენებისათვის) ცხადდება სახიფათო ზონად.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები