უსაფრთხოების ზონა (საერთაშორისო საზღვაო სამართალში)
უსაფრთხოების ზონა (საერთაშორისო საზღვაო სამართალში) - განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმის მქონე ზონა, რომელიც იქმნება კონტინენტური შელფის დაზვერვისა და დამუშავებისათვის აგებული ხელოვნური დანადგარებისა და ნაგებობების ირგვლივ. ასევე სანაპირო რაიონი, რომელიც მოწინააღმდეგის თავდასხმის თვალსაზრისით უსაფრთხოდ ითვლება და სადაც, ბრძანების შესაბამისად, სავაჭრო გემები შეიძლება გაგზავნონ მათი გადაადგილების განსაკუთრებული რეჟიმის განხორციელების დროს.
უსაფრთხოების ზონის დაწესება პირველად დაფიქსირდა ჟენევის 1958 წლის კონვენციაში კონტინენტური შელფის შესახებ. რაც შეეხება გაეროს საზღვაო სამართლის 1942 წლის კონვენციას, იგი ითვალისწინებს მსგავსი ზონების დაწესებას არა მარტო კონტინენტურ შელფზე, არამედ განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაშიც.
უსაფრთხოების ზონა ვრცელდება ზემოთ აღნიშნული დანადგარებისა და ნაგებობების გარე ნაწილის ყოველი წერტილიდან 500 მ-ის მანძილზე.