უფლებათა ბილი 1689

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უფლებათა ბილი 1689 – (ინგლ. Bill of Rights 1689), ისე როგორც თავისუფლებათა დიდი ქარტია და ჰაბეას კორპუსის აქტი, 1689 წლის 16 დეკემბერს ინგლისის პარლამენტის მიერ გამოცემული კონსტიტუციური აქტი - უფლებათა ბილი (Bill of Rights) — იყო მეფის აბსოლუტიზმის დამარცხების მცდელობა და საბოლოო გამარჯვება აბსოლუტიზმსა და მონარქიაზე.

მე-13 მუხლით იზღუდებოდა მეფის უფლებები და ძლიერდებოდა პარლამენტი. შეზღუდვა ეხებოდა მაგალითად, მეფის მიერ განსაკუთრებული სამართალწარმოების უფლებას, ასევე პარლამენტის თანხმობის გარეშე სამხედრო მოქმედებებზე გადაწყვეტილების ძალაში შესვლას. პარლამენტმა ასევე მიიღო სხვა, საკმაოდ ფართო უფლებამოსილებები, რამაც თავის მხრივ საფუძველი ჩაუყარა საპარლამენტო დემოკრატიასა და კონსტიტუციურ მონარქიას ინგლისში.

ინგლისში 1689 წელს მიღებულ უფლებათა ბილის მიღწევებში, აბსოლუტური მონარქიის დამარცხების გარდა აღსანიშნავია ადამიანის ახალი, ისეთი კოლექტიური უფლების დამკვიდრებაც, როგორიცაა უფლება პეტიციაზე.


წყარო

ძირითადი უფლებები: კომენტარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები