უფლის საფლავის ეკლესიაში დაცული ქართული ხელნაწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უფლის საფლავის ეკლესიაში დაცული ქართული ხელნაწერებიოქროს ოთხთავი. XV-XVI სს. 414 ფ.; ეტრატი, ნუსხური, შემკულია ოქროზე შესრულებული 48 მინიატურით ორი მომხატველის მიერ. მოგებელი: ბაგრატი, გადამწერი: დიმიტრი. XVII-XVIII სს-ში ქართველ დიდებულ გიორგი აბაშიძის მიერ შეწირულია უფლის საფლავის ეკლესიისთვის. ხელნაწერი, სავარაუდოდ, საქართველოშია შექმნილი. ტექსტი გიორგი ათონელის რედაქციისაა. ხელნაწერს მიაკვლია წმ. მიწის სიძველეთა შესწავლის მიზნით თ. მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით იერუსალიმში მომუშავე ექპედიციამ (ცერაძე 2013).


წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები