უფსალის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
უფსალის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები – შვედეთის სამეფოში, უფსალის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულია ქარტული ხელნაწერი:
თურქულ – ქართული ვოკაბულარი. XVII ს. 23 ფ.; ქაღალდი. წიგნი იწყება „ყოფნა“ და „ჭრა“ ზმნების პარადიგმით. თურქულ-ქართულ ლექსიკონი კი იწყება მერვე გვერდიდან. თურქული სიტყვანი ტრანსილირებულია შვედური ფონემატიკით, იშვიათად ნაწერია Arabica-თი, თურქული ლექსიკის ქართული თარგმანი მოტანილია მხედრული ანბანით. ვოკაბულარი შექმნილია მოსკოვში, არაუგვიანეს 1684 წლისა (Tornberg 1849: 24; აბულაძე 2013: 77-78).