უღელი ხატისა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უღელი ხატისა


უღელი ხატისა - ხატის უღელი, სხვადასხვა გასაჭირის დროს, მორწმუნე ხატს რაიმეს ტარებას აღუთქვამდა, მას განსაზღვრულ დრომდე ატარებდა და მერე ხატს შესწირავდა.


ამ თვალსაზრისით მთიანეთში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული იყო ხატის უღელი, რომელიც მზადდებოდა რკინისაგან და სხვადასხვა ზომის იყო. ზოგიერთი ასეთ უღელს ორ-სამ წელსაც ატარებდა. დადებული ვადის გასვლის შემდეგ ყელუღელიანი ქალი ან კაცი მივიდოდა შეთქმულ ხატში, მიიტანდა საწირავს (ნაზუქები, სანთელ-კელაპტრები), დეკანოზი შეხსნიდა უღელს და ხატის ნიშში შედებდა. ამის შემდეგ ადამიანი ხატის მონობისაგან თავისუფალი იყო. ასეთივე დანიშნულების იყო კისერზე დასადები მძიმე ჯაჭვები (ჯაჭვი ხატისა).

თ.ნ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები