უშასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
უშასი – (ინდ.) განთიადის ქალღმერთი, ცის ასული. იგი თვალისმომჭრელი, წითელ ცხენებში შებმული ეტლით გამოჩნდება ცის კაბადონზე და მზეს უღებს ცის კარიბჭეს და გზას უმზადებს მას, აღვიძებს ყველა ქმნილებას სიცოცხლისთვის, ამავე დროს, დღეებს უზომავს მოკვდავ არსებებს. ერთხელ სომით დამთვრალმა ინდრამ თავისი ვაჯრით ეტლი დაულეწა უშასს. შეშინებულმა უშასმა მიატოვა დალეწილი ეტლი და გაერიდა გამძვინვარებულ ღმერთს. ასე ხდება მზის ამოსვლისას: ცისკრის ვარსკვლავი უჩინარდება ცის კაბადონიდან.