უშუალო თანხლების ქვემეხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
უშუალო თანხლების ქვემეხი – საარტილერიო ქვემეხი, რომელიც პოლკის (ბრიგადის), ტანკსაწინააღმდეგო ან თვითმავალი არტილერიისგან გამოიყოფა. მისი მიზანია შეტევაზე მყოფი ქვეითი (მსროლელი, სატანკო) ქვედანაყოფებისთვის უშუალო მხარდაჭერის აღმოჩენა. ფართოდ გამოიყენებოდა II მსოფლიო ომში.