უცნობი ავტორი „ნარგიზოვანისა“

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უცნობი ავტორი „ნარგიზოვანისა“ – ავტორი 11 ლექსისაგან შედგენილი სატრფიალო-სამიჯნურო ხასიათის თხზულებისა, რომლის შესახებ არსებობს რამდენიმე ვერსია:
ა) მე-17 პირველი ნახევრის პოეტი გარსევან ჩოლოყაშვილი;
ბ) დავით სარდალი ან იესე ბარათაშვილი;
გ) ყველაზე სარწმუნოა, რომ ეს არის XVIII საუკუნის ძეგლი, რომლის ავტორის ვინაობა ისტორიას არ შემორჩა.

„ნარგიზოვანი“ საყურადღებო ნაწარმოებია ლექსთწყობის თვალსაზრისით, შეიცავს სხვადასხვა აგებულების ლექსებს და აშკარად გამომხატველია იმ ვერსიფიკაციული სიახლეებისაკენ სწრაფვისა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს სულხან-საბა ორბელიანმა, ვახტანგ მეექვსემ და მამუკა ბარათაშვილმა.

მე ვითა ვთქვა შენი ქება
მე ვითა ვთქვა, აჰა, მზეო, შენი ქება!
გული ჩემი ამად ბნდება,
შენთა თვალთა, აჰა, მზეო, მენატრება
კოცნა ნაზისა-ნაზისა,
პირი ნაზისა-ნაზისა,
ხალი ნაზისა-ნაზისა.
მითხარ, რა ქნას, აჰა, მზეო, შენთვის ხელმა,
ტრფიალებით ძებნად მვლელმა?
უთხარ, რა ქნას, აჰა, მზეო, თვალმა ბნელმა?
პირი ნაზისა-ნაზისა,
ხალი ნაზისა-ნაზისა,
ტუჩი ნაზისა-ნაზისა·
შენის ნახვით, აჰა, მზეო, თვალთა ბინდი
მამეკიდა, თუ არ გინდი,
რა ამოვა, აჰა, მზეო, ხალი – ინდი...·
კოცნა ნაზისა-ნაზისა,
ხვევნა ნაზისა-ნაზისა,
ხალი ნაზისა-ნაზისა.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები