უძლეველი არმადა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ესპანური არმადისა და ინგლისის ფლოტის ბრძოლა

უძლეველი არმადა, დიდი არმადა, – ინგლის-ესპანეთის 1586–1604 წლების ომის დროს ესპანეთის მიერ ინგლისის დასაპყრობად შექმნილი ფლოტი (130 დიდი და 30 მცირე ხომალდი).

1588 წლის 30 მაისს "ძლეველი არმადა“ ლისაბონის ნავსადგურიდან გავიდა, რათა ინგლისში დესანტი (27 ათასი კაცი) გადაესხა, მაგრამ ლა-მანშის სრუტეში ინგლისის ფლოტთან შეჯახებისა და ძლიერ ქარიშხალში მოხვედრის გამო მძიმე დანაკლისი განიცადა და ესპანეთში დაბრუნდა. "ძლეველი არმადა“-ის დამარცხებამ ესპანეთის საზღვაო ძლიერება საფუძვლიანად შეარყია.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები