უწყვეტი მოქმედების ექსკავატორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უწყვეტი მოქმედების ექსკავატორი

უწყვეტი მოქმედების ექსკავატორიექსკავატორი, რომელიც გრუნტის ჭრის, ტრანსპორტირებისა და განტვირთვის ოპერაციებს ასრულებს ერთდროულად და განუწყვეტლივ. ამ მანქანის მწარმოებლობა აღემატება ციკლური მოქმედების ექსკავატორის (ერთციცხვიანისის) მწარმოებლობას. უწყვეტი მოქმედების ექსკავატორი ნაკლებად უნივერსალურია – გამოიყენება I, II და III კატეგორიის გრუნტებში სამუშაოდ. მათ შეუძლიათ ცალკეული ქვების წატაცება, რომელთა მოცულობა არ აღემატება ციცხვის ტევადობას ან რომელთა სიმაღლეც ნაკლებია ქვის ფრეზული მჭრელი ორგანოს სიმაღლეზე. უწყვეტი მოქმედების ექსკავატორი არსებობს გრძივად, განივად და რადიალურად მთხრელი. გრძივად მთხრელი გამოიყენება ტრანშეების, არხებისა და სხვ. განსაზღვრული პროფილის მქონე თხრილების გახსნისათვის; განივად მთხრელი – წიაღისეულის დასამუშავებლად, საშენი მასალების კარიერებში, ჰიდროტექნიკურ და სამელიორაციო მშენებლობაში არხების გახსნისა და მოსწორებისათვის, სამელიორაციო არხების გასაწმენდად და შესაკეთებლად; რადიალურად მთხრელი – გადასახსნელი და სამომპოვებლო სამუშაოების შესასრულებლად საშენი მასალების კარიერებში, ქვაბულების სათხრელად სამელიორაციო მშენებლობაში.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები