ფაგოციტები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფაგოციტები – (ბერძნ. phagos შთანმთქმელი + kytos უჯრედი), „შთანმთქმელი უჯრედები“, ლეიკოციტები და ზოგიერთი შემაერთებელქსოვილოვანი უჯრედი, რომელთაც უნარი შესწევთ გაანადგურონ (შეჭმის ან უჯრედშიდა მონელების გზით) ბაქტერიები, უმარტივესები, რიკეტსიები, მკვდომადი ქსოვილები და სხვადასხვა სახის უცხო სხეულები, მათ შორის ჰელმინთების ლარვები. ფაგოციტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უცხო სხეულებისა და დაავადებათა ცოცხალი აღმძვრელების შეჭრისგან ორგანიზმის დაცვის საქმეში.