ფალავანდიშვილი ზაქარია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზაქარია ფალავანდიშვილი (ჩანახატი)

ფალავანდიშვილი ზაქარია – (1817–1845), მწიგნობარი, ლექსიკოლოგი, მკვლევარი. თბილისში ქართული ბიბლიოთეკის დაარსების ინიციატორი (1842), „ზაკავკაზსკი ვესტნიკის“ ქართული ვარიანტის რედაქტორი (1845), ნ. ბარათაშვილის მეგობარი. სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, პირველ გიმნაზიაში, მოსკოვის უნივერსიტეტში. ახლო ურთიერთობა ჰქონდა მ. ბროსესთან (რომელსაც ეხმარებოდა ქართული ლიტერატურის კვლევის საქმეში) და დ. ჩუბიაშვილთან. მათთან ერთად 1841 წ. გამოსცა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, რომელსაც დაურთო მოკლე განმარტებითი ლექსიკონი. ავტორია საქართველოს ისტორიის, ეთნოგრაფიის, არქეოლოგიისა და ლიტერატურის საკითხებზე შექმნილი მრავალი ნაშრომისა. წვლილი მიუძღვის ქართული ანდაზების შეკრების საქმეშიც.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები