ფალიანი რამაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რამაზ ფალიანი

რამაზ ფალიანი — (დ. 31 აგვისტო, 1973, მესტია) — ქართველი მოკრივე (57, 61კგ). მსოფლიოს ჩემპიონი (2001) და ორგზის მესამე პრიზიორი (1993, 99), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1996, 98, 00), „კეთილი ნების თამაშებში” გამარჯვებული (1994), XXV ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1992, ბარსელონა), XXVI და XXVII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1996, ატლანტა და (2000, სიდნეი) ­ ორივე შემთხვევაში მეხუთე ადგილზე გავიდა), ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ჩემპიონი (2000), ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი (1989). სხვადასხვა დროს გამოდიოდა რუსეთისა (1993-­96) და თურქეთის სახელით (1997-­01). 2002 წლიდან გამოდიოდა პროფესიულ კრივში საქართველოს სახელით. არის ABF­ის საჩემპიონო ქამრის მფლობელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.










წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები