ფამ ვან დონგი
ფამ ვან დონგი – (ვიეტ. Phạm Văn Đồng, 1 მარტი 1906 — 29 აპრილი 2000), ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, დიპლომატი.
1925 მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში. 1945 – ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის დროებით მთავრობაში ფინანსთა მინისტრი, ხელმძღვანელობდა ვიეტნამის დელეგაციას ფონტენბლოს კონფერენციაზე (1946), სადაც იხილებოდა საფრანგეთის მიერ ვიეტნამის დამოუკიდებლობის საკითხები. წინააღმდეგობის ომის დროს (1946-1954) იყო ვიეტნამის კომპარტიის (მოგვიანებით ვიეტნამის შრომის პარტიის) ცკ-ის და ვიეტნამის მთავრობის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ ვიეტნამში. ხელმძღვანელობდა ვიეტნამის სამთავრობო დელეგაციას ინდოჩინეთის საკითხებისადმი მიძღვნილ ჟენევის თათბირზე (1954). 1949-55 – ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, 1955-81 – პრემიერ-მინისტრი. იმავდროულად 1954-61 – საგარეო საქმეთა მინისტრი. 1981-დან – ვიეტნამის სახალხო რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე.