ფანტაზია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფანტაზია – (ბერძნ. phantazia – წარმოსახვა), წარმოსახვის პროდუქტი; იერს უცვლის ცნობიერებაში არეკლილ სინამდვილეს. მისთვის დამახასიათებელია რეალობის ელემენტთა ტრანსპოზიცია ფანტაზიის შემწეობით (წარმოსახვის თამაში) ნაცნობი ფაქტები და მოვლენები აღიქმება ახლებურად, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მხატვრული შემოქმედების პროცესში.

ფანტაზია, ძირითადად, სპონტანურია, გაუცნობიერებლის თვითგამოსახვაა. ხშირად იგი აღმოცენდება მივიწყებული ან განდევნილი განცდებიდან, არაცნობიერი კოლექტიური არქეტიპებიდან. როგორც მხატვრული მედიტაციის ერთ-ერთი სახეობა, ფანტაზია ძლიერდება ინტენსიური ცნობიერების დაქვეითების პირობებში. მხატვრული ექსტაზის მდგომარეობაში (ისევე როგორც სიზმარში ან ბოდვის დროს) გადალახვადი ხდება ბარიერი, რომელიც ფანტაზიას მიჯნავს არაცნობიერში განთავსებული იმპულსებისაგან. ფანტაზია ოცნების, ნატვრის შესრულებაა და ამიტომ თავისი არსით ინდივიდუალურია. თეატრალურ ხელოვნებაში (ისევე როგორც საერთო ხელოვნებაში) იგი უდიდესი დამხმარე საშუალებაა, მაგრამ უთუოდ ექვემდებარება ცნობიერის კონტროლს. ამითაც აიხსნება ის ვითარება, რომ სპეციალური ვარჯიშების შემწეობით შესაძლებელია მისი წვრთნა და განვითარება.

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები