ფანტაზია (მუსიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფანტაზია – (ინგლ. fantasy),
- ერთნაწილიანი პიესა, რომელიც გამოირჩევა კომპოზიციის განსაკუთრებული თავისუფლებით და სხვადასხვა ხასიათის მუსიკალური სახეების კონტრასტული დაპირისპირებით.
- ინსტრუმენტული პიესა, რომელიც გამოირჩევა მუსიკის ფანტასტიკური, უჩვეულო ხასიათით.
- იგივე, რაც პარაფრაზა.