ფანფანი ამინტორე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამინტორე ფანფანი – (იტალ. Amintore Fanfani; 6 თებერვალი 1908 — 20 ნოემბერი 1999), იტალიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის (ქდა) ერთ-ერთი ლიდერი.
1947-დან სხვადასხვა სამინისტროებში ეკავა მინისტრის პოსტები:
1954, 1958-59, 1960-63 და 1982-83 – იტალიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე;
1958-59 და 1965-68 – საგარეო საქმეთა მინისტრი;
1946-48 – დამფუძნებელი კრების დეპუტატი;
1948-68 – პარლამენტის წევრი;
1968-72 – სენატორი;
1972 – მუდმივი სენატორი;
1968-73 და 1976-82 – სენატის თავმჯდომარე;
1954-59 და 1973-75– ქდპ-ის პოლიტიკური მდივანი;
1976 წლის აპრილ-ოქტომბერში – ქდპ-ის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე.