ფანცხავა რომანოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რომანოზ ფანცხავა

რომანოზ ფანცხავა – (ფსევდონიმი, ხომლელი), (1861-1928) — კრიტიკოსი, ჟურნალისტი.

სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, თბილისის სასულიერ, სემინარიაში, ოდესის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე თავისუფალ მსმენელად. მისი პირველი პუბლიცისტური წერილები დაიბეჭდა გაზეთ „შრომაში“ (1882). 1889 წ. რედაქტორობდა გაზეთ „თეატრს“, 1893-98 წწ. „კვალის“ ლიტერატურული განყოფილების, 1898 წ. — „აკაკის კრებულის“ კრიტიკის განყოფილების გამგე იყო. 1914-17 წწ. ქუთაისში მისი რედაქტორობით გამოდიოდა ჟურნალები: „ცხოვრება“, „განთიადი“, „თავისუფლება“. თანამშრომლობდა „ივერიაში“, „დროებაში“, „ტრიბუნაში“, „კვალში“. ავტორია 150-მდე კრიტიკული წერილისა, რომელთაგან აღსანიშნავია: „ნ. ბარათაშვილი და მისი დრო“, „აკაკი, როგორც ეროვნული მგოსანი“, „ილია ჭავჭავაძე, როგორც ლირიკოსი პოეტი“, „ვაჟა-ფშაველა“. გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე სტატიები სხვა ქართველ, რუს და უცხოელ მწერლებზე: ა. ჭავჭავაძეზე, ე. ნინოშვილზე, დ. კლდიაშვილზე, ი. ეკალაძეზე, ვ. ბარნოვზე, ი. ევდოშვილზე, შ. მღვიმელზე, ჰ. სენკევიჩზე, ე. ვერჰანრნზე, ჯეკ ლონდონზე, ლესინგზე.


თხზულებები

  • რჩეული ნაწერები, 1963.

ლიტერატურა

  • გ. აბზიანიძე, ნარკვევები XIX ს. ქართული აზროვნების ისტორიიდან, 1959;
  • ი. ვართაგავა, ქართველი მწერლების სილუეტები. ტ. I, 1956

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები