ფანჯიკიძე თეიმურაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თეიმურაზ ფანჯიკიძე – 1930 - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1995), საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1996), დაიბადა თბილისში. 1957 წელს დაამთავრა საშუალო სასწავლებელი და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტხე, რომელიც 1962 წელს დაამთავრა. იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ასპირანტურაში რელიგიისა და ათეიზმის სპეციალობით. 1996 წლიდან მუშაობს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიათმცოდნეობისა და ეთიკის კათედრის გამგედ. მეცნიერულ კვლევაძიებას ეწევა რელიგიათმცოდნეობის პრობლემებზე. ამ დარგში გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე.
თხზულებები
- „მართლმადიდებლობის შემგუებლური ტენდენციები“ (თბილისი, I965);
- „ადამიანი და რელიგია“ (თბილისი, 1968);
- „რელიგია და თანამედროვეობა“ (თბილისი, 1973);
- „წერილები რელიგიისა დ ათეიზმის შესახებ“ (თბილისი, 1976);
- „რელიგია, ათეიზმი, ახალგაზრდობა“ (თბილისი, 1979);
- „ბიბლია გუშინ, დღეს...“ (თბილისი, 1989);
- „რელიგიურ რწმენათა კვალდაკვალ“ (თბილისი, 1986);
- „მუჰამედი, ისლამი, ვაჰაბიზმი და საქართველოს პრობლემები“ (თბილისი, 1999);
- „რელიგიური პროცესები საქართველოში XX და XXI საუკუნის მიჯნაზე“ (თბილისი, 2003).