ფანჯიკიძე ნათია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნათია ფანჯიკიძე

ნათია ფანჯიკიძე — (დ. 1971 წლის 18 ოქტომბერი, თბილისი), ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის „კამარას“ დამფუძნებელი და თერაპიის პროგრამის ხელმძღვანელი; ამერიკული კლინიკის საერთაშორისო ქსელის „ლივინგ მუზეუმი“ წარმომადგენელი საქართველოში და თერაპიის პროგრამის ხელმძღვანელი; კლინიკური არტთერაპიის სამაგისტრო სკოლის დამფუძნებელი, პროგრამის ხელმძღვანელი კავკასიის უნივერსიტეტში.

სარჩევი

განათლება

  • ექსპრესიული თერაპიებისა და არტ თერაპიის სკოლის, დოქტორანტი; EGS, შვეიცარია
  • ექსპრესიული თერაპიებისა და არტ თერაპიის კოგსის პროგრამის კურსდამთავრებული EGS შვეიცარია; კვალიფიკაცია: ფსიქოკონსულტანტი, ფსიქოთერაპევტი; განმანათლებელი 2019
  • სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი; თსუ; თბილისი, საქართველო 2004-2006
  • ხელოვნების ისტორიის მაგისტრი; ბაკალავრი; თსუ; თბილისი, საქართველო 1988-1993

დამატებითი განათლება

  • ევროპის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ფედერაციის მიერ მხარდაჭერილი ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის პერიოდული სემინარები (2010 – 2013)
  • ზიანის შემცირების ზაფხულის სკოლა (Hepatitis C, HIV & Aids); ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით (2011)
  • NYU ფსიქიატრიის დეპარტამენტის ყოველკვირეული ლექციები; ნიუ იორკი, აშშ; 2008-2010)
  • NYU ფსიქიატრიის დეპარტამენტის ქიმიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების ყოველთვიური მრგვალი მაგიდის შეკრებები; ნიუ იორკი, აშშ; (2008-2010)
  • ევროპის ფეხბურთის ასოციაციის (უეფა) მიერ ორგანიზებული ვორკშოფი სპორტული სკოლებისა და სხვა ბავშვთა დაწესებულების ქუჩის ფეხბურთის, ბალახის ჰოკეისა და სხვა სპორტული თამაშების ინსტრუქტორებისთვის (2005)
  • კოლუმბიის უნივერიტეტის მიერ ორგანიზებული ინტენსიური კურსი სოციალური მუშაკებისთვის; (2004)

პროფესიული გამოცდილება

2020 კლინიკური არტთერაპიის სამაგისტრო სკოლის დამფუძნებელი, პროგრამის ხელმძღვანელი კავკასიის უნივერსიტეტში

2019 კავკასიის უნივერსიტეტთან ასოცირებული პროფესორი

2018 ამერიკული ფსიქიატრიული კლინიკის არტთერაპიული ღია ტიპის დაწესებულების „ლივინგ მუზეუმის“ საერთაშორისო ქსელის წარმომადგენელი საქართველოში, თერაპიის სტანდარტის ხელმძღვანელი

2018 მიწვეული ლექტორი „ემორის“ სამედიცინო სკოლის დიპლომირებულ მედიკოსთა ამერიკული პროგრამისთვის; სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, თბილისი, საქართველო.

2010 ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის „კამარას“ დამფუძნებელი და თერაპიის პროგრამის ხელმძღვანელი

2017 მიწვეული ლექტორი; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ); თბილისი, საქართველო

2015-2017 მიწვეული ლექტორი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისი, საქართველო

2010-2017 ფსიქოთერაპევტი; მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი „მენტალვიტა“, თბილისი, საქართველო

2008-2010 კლინიკური ასისტენტი; ქიმიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირთა ღია დაწესებულების ფსიქიატრიული განყოფილება; ბელვიუ ჰოსპიტალი; ნიუ იორკი, აშშ

2003-2006 ბავშვთა (-16 წლის) აღმზრდელი, ფსიქოლოგი; თბილისის N1 ბავშვთა სახლი; თბილისი, საქართველო

2000-2002 სპეციალისტი; კულტურის დეპარტამენტი GIOC; თბილისი, საქართველო

1997-1999 პიარის განყოფილება; სოფლის მეურნეობის სამინისტრო; თბილისი; საქართველო

1993-1996 ჟურნალისტი; კულტურის მიმართულება; გაზეთი „კავკასიონი“; თბილისი, საქართველო

საჯარო ლექციები

2014 – 2019 წლების განმავლობაში ნათია ფანჯიკიძემ ჩაატარა 30-მდე საჯარო ლექცია სხვადასხვა ორგანიზაციის მიწვევით. მათ შორის კონრად ადენაუერის ფონდი; მწერალთა სახლი; National Geographic Magazine საქართველო; ლიბერალური განვითარების ცენტრი; თსუ (TSU), შავი ზღვის უნივერსიტეტი, სეუ, გაუ (GAU), „ქუჩის აკადემია“, არტარეა, აზროვნების აკადემია, თავისუფალი უნივერსიტეტი, კანტის აკადემია, გენერატორი და ანიკა (შშმ პირთა დახმარების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები), იდენტობა (ლგბტქ+ ორგანიზაცია), საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ქალაქ ქუთაისის უნივერსიტეტი - „როგორ გავუმკლავდეთ სტრესს“, ბათუმის უნივერსიტეტი და სხვა.

პუბლიკაციები

2019 ესეების კრებული „შიშო გამოდი გარეთ“; გამომცემლობა არტანუჯი

2018 პროექტის ავტორი და სამეცნიერო რედაქტორი; პროფესიული სახელმძღვანელო არტთერაპიაში, „არტთერაპია ფსიქიკური დარღვევების დროს“. გამომცემლობა ელზევირი, მეორე გამოცემა 2012, საქართველოში გამომცემელი „არტანუჯი“

2018 სტატია „განათების ილუზია“ ; National Geographic Magazine - საქართველო (მარტი)

2018 სტატია „მოულოდნელი მეტამორფოზა“ ; National Geographic Magazine - საქართველო (სექტემბერი)

2014 -2018 პერიოდული ესსე ჟურნალი „ლიბერალი“

2015 სტატია „გააჩნია შენ რა გსურს“ ჟურნალი „STEPS”

2014 სტატია „დედა ავად არ უნდა ხდებოდეს“ ინტერნეტჟურნალი Lesbi.org.ge

2015 კრებულში „XXI ქართული ესსე“ შევიდა ესსე - „ვისი სული გსურს“ , გამომცემლობა კალმოსანი 2016, წიგნი გამოიცა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით

2016 ესსე “I Will Plant a Tree”, შევიდა წითელი ჯვრის ორგანიზაციის უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახებისთვის მულტიდისციპლინარული მხარდაჭერის პროგრამისთვის 2010-2016 წლების გამოცემაში.

კონფერენციები

2019 არტ თერაპიის საერთაშორისო კონფერენციის „სურათები გონების ლაბირინთიდან“ ორგანიზატორი; წამყვანი; მომხსენებელი თემით „პოეზისის, როგორც ჩანაცვლებითი თერაპიის მნიშვნელობა ნივთიერებაზე დამოკიდებულებისას“.
ორგანიზატორი ორგანიზაციები: ფსიქოთერაპიის სახლი „კამარა“; კავკასიის უნივერსიტეტი; ქალაქ თბილისის მერია

2019 „სახელმწიფო ენა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის საქართველოში“, მომხსენებელი თემით „ენა და მოქალაქეობრიობის თანაბარი შეგრძნება ეთნიკური უმცირესობებისთვის“;
კონფერენციის ორგანიზატორები: საქართველოს პრეზიდენტი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი; ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

2019 ზიანის შემცირების ეროვნული კონფერენცია თბილისი - 2019, მომხსენებელი თემით „ფსიქოთერაპიის და არტთერაპიის როლი ნარკოდამოკიდებულების მკურნალობაში“ (26-27 მარტი)
ორგანიზატორები: მსოფლიო ექიმების (საფრანგეთი) წარმომადგენლობა საქართველოში MDM; ფონდი ღია საზოგადოება საქართველო OSGF; ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი GHRN; ლ.საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი - დკსეჯხც; საზოგადოება კომინიკო.

2012 დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული კონფერენცია „ანტისოციალური ქცევის მოზარდები“, მომხსენებელი თემით, „არტთერაპიული მიდგომა ანტისოციალური ქცევის მოზარდებთან“ დაიბეჭდა ინსტიტუტის ალმანახში (22 მარტი)

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები