ფარავნის მეტეოსადგური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფარავნის მეტეოსადგური, როდიონოვკის მეტეოსადგური – მეტეოსადგური ფარავნის ტბის ნაპირას, ზღვის დონიდან 2080 მ სიმაღლეზე, დასახლებიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტბის ზედაპირზე მაღლა, 800-900 მ-ით დაშორებულია ტბის აღმოსავლეთი ნაპირიდან, რომელიც შემოფარგლულია სარდაფის ტიპის შენობებით. მეტეოროლოგიური მოედნის ჰორიზონტი ღიაა ყველა მიმართულებით. მეტეოროლოგიურ სადგურზე დაკვირვებები წარმოებდა 1947-2005 წლებში.