ფარდობითობის პრინციპი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფარდობითობის პრინციპი − ფიზიკის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური კანონი, რომლის თანახმად ნებისმიერი პროცესი ერთნაირად მიმდინარეობს უძრაობის მდგომარეობაში მყოფ იზოლირებულ მატერიალურ სისტემასა და თანაბარი წრფივი მოძრაობის მდგომარეობაში მყოფ ასეთსავე სისტემაში. აქ უძრაობის ან მოძოაობის მდგომარეობა განისაზღვრება ნებისმიერად არჩეული ათვლის ინერციული სისტემის მიმართ. ფიზიკურად ეს მდგომარეობები სრულიად თანაბარუფლებიანია. ანუ, ეს ნიშნავს, რომ ათვლის ყველა ინერციულ სისტემაში ფიზიკურ კანონებს ერთნაირი სახე აქვს.