ფარეხა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფარეხა – სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში, ვარხანის თემში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 16, რომელთა 69 % ქართველია, 31 % – სომეხი (2002). ფარეხი ნიშნავს საცხვარეს. ფარეხს, პარეხს უწოდებდნენ გამოქვაბულსაც, რომელიც ცხვრის სადგომად გამოიყენებოდა.