ფართოფორმატიანი კინო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფართოფორმატიანი კინოპანორამული კინოს ნაირსახეობა, სადაც ფილმის გადაღებისას და დემონსტრაციისათვის გამოიყენება 50, 55, 65 ან 70 მმ სიგანის ფირი. კადრის ფორმატი (ფართობი) საგრძნობლად გადიდებულია ნორმალურ კადრთან შედარებით, რის შედეგად დიდი ზომის პანორამულ ეკრანზე მიიღება მაღალხარისხოვანი გამოსახულება (სიმკვეთრე, ფერის გადმოცემა, დეკორაციის ფაქტურა და სხვ.). ფართოფორმატიანი ფილმი სტერეოფონიულია. მისი დემონსტრირების დროს მაყურებელი ეკრანის გამოსახულების „თანამონაწილეა“. ფართოფორმატიანი კინო აფართოებს კინოხელოვნების გამომსახველობით შესაძლებლობებს.


ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები