ფარისებრი ლეპიოტა
ფარისებრი ლეპიოტა (ლათ. Lepiota clypeolaria (Fr.) Kumm. რუს. Лепиота щитковая)
ქუდი – 4-8 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ზარისებრია, შემდეგ კი ბრტყლად ამოზნექილი, შუაში ბორცვაკი ახასიათებს, ზედაპირი დაფარულია კონცენტრულად განწყობილი ფიფქისებრი ქერცლებით, კიდეებთან ბოჭკოვანია, მოთეთრო, შემდეგ მოყვითალო-მურა, ძალიან ცვალებადია ფერებში, ცენტრში ყოველთვის მუქია, ფირფიტები თეთრი ან მოყვითალოა.
ფეხი – 4-1 0 სმ სიგრძისაა და 0,4-1 სმ სისქისა, ძირში ოდნავ გამსხვილებულია, საყელოს ზემოდან სადაა, ქვემოდან თეთრი ას მოყვითალო ფიფქისებრი ქერცლებითაა დაფარული, ქუდისფერია საყელო ფიფქოვანია და სწრაფად ქრება, ქუდისფერია.
რბილობი – თეთრია.
სპორები ელიფსისებრია ან თითისტარისებრი, უფერული 12-16X5,5-6,5 მკმ.
იზრდება ნიადაგზე წიწვიან და ფოთლოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელი სოკოა.