ფარნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფარნა – (ირან.) (იგივე ხვარნა), „სიკეთე“, „დოვლათი“, დოვლათის, სიმდიდრის და კეთილდღეობის განსახიერება, განყენებული ღვთაებრივი მადლი, ბედნიერება. დაკავშირებული ცეცხლთან, რომელიც ირანული რელიგიის, ცეცხლთაყვანისმცემლობის თანახმად, უპირველესი სტიქიაა.

ღმერთებისთვის ხვარნა ძალმოსილების, ხოლო მეფეებისთვის ღვთივრჩეულობის, სამეფო ხელისუფლებისა და მეფური დიდების, ხოლო უბრალო ადამიანებისთვის წარმატებისა და სიმდიდრის საწინდარია. ზოგიერთ ადამიანს ცუდი ხვარნა აქვს, რაც მის ყოფა-ცხოვრებაში და ბედში იჩენს თავს. თავისი საკუთარი პირადი ხვარნა აქვს ყოველ მეფეს, რომელსაც იგი გამეფებისთანავე დაჰყვება; ასევე თავისი ხვარნა აქვს ყოველ დინასტიას, ყოველ ოჯახს, საგვარეულოს, ტომს, ხალხს (არსებობს ძველირანელთა, არიელთა ხვარნა). ხვარნას გარეგანი სახეა ნიმბი თავის გარშემო (ისევე, როგორც ქრისტიან წმიდანთა სახე). ხვარნა გარეული ცხვრის ან შევარდნის სახითაც არის წარმოდგენილი.

ხვარნას ძალით არის, რომ მეფე იმარჯვებს მტრებზე, უბრალო მოკვდავი კი წარმატებას აღწევს თავის საქმიანობაში. როცა მეფე განუდგება სიკეთესა და სიმართლეს და სიცრუის გზაზე დგება, ხვარნა სტოვებს მას. ასე დაემართა პირველ მეფეს იიმას, რომლისგანაც ხვარნა შევარდენის სახით აფრინდა. სასანიანთა (ერთ-ერთი ირანული დინასტიის) მეფის, არდაშირის გამეფება ამგვარად არის მოთხრობილი მის ისტორიაში: ჭაბუკმა არდაშირმა, რომელიც სამეფო წარმოშობის იყო, მაგრამ სამეფო კარზე ერთ-ერთ მოყმედ იზრდებოდა, მეფეს მოსტაცა მოახლე, ოქროს თასი, საუკეთესო ცხენი და ღამით გაიპარა სასახლიდან. როცა მეფე არდავანმა არდაშირი მოიკითხა და დანაკლისი აღმოაჩინა, ვარსკვლავთმრიცხველნი და მოგვები შეყარა, რათა გაერკვიათ მისი ადგილსამყოფელი. მათ ასე მოახსენეს მეფეს: არდაშირი სამეფო ცხენით მიჰქრის, მას უკან გარეული ცხვარი მისდევს; თუ ცხვარი დაეწია მას და მის უკან უნაგირს მოახტა, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ხვარნამ ცხვრის სახით მიატოვა არდავანი და ახლა სამეფო ხელისუფლება და დიდება არდაშირზე გადავა. მართლაც ასე მოხდა: არდაშირი გამეფდა, რომელმაც ახალი დინასტია დააარსა, თან ახალი ხვარნა დაჰყვა



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები