ფარსმან IV
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ფარსმან ვარაზ-ბაქარის ძე-დან)
ფარსმან IV ფარსმან ვარაზ-ბაქარის (უფროსი) ძე - ქართლის მეფე IV-V საუკუნის მიჯნაზე – ლეონტი მროველის თანახმად განუდგა ირანს და ხარკი შუწყვიტა. გაამრავლა ჯვარნი და განაახლა ეკლესიები. მემატიანე მას ბოლნისის სიონის აშენებას მიაწერს.
თრდატის დისწული - ქართლის მეფე „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მიხედვით. პეტრე იბერის ასურული „ცხოვრების“ ცნობუთ ფარსმანი კონსტანტინეპოლში ცხოვრობდა კეისრის კარზე, სადაც სარგებლობდა დიდი პატივისცემით. ეკავა სარდლის თანამდებობა. დედოფალ ევდოქსიასთან სასიყვარულო ისტორიის გამო სამშობლოში გამოიქცა. მან თეთრი ჰუნების დახმარებით ქართლის ტახტი დაიავა.
ფარსმანის მეფობას ვახუშტი ბატონიშვილი ათარიღებს 405-408 წ. ივ. ჯავახიშვილი 396-408 წ. გ. მელიქიშვილი V საუკუნის დასაწყისით. ვ. გიოლაძე 295-397 ე. ლ. ჯანაშია 309-400 წ.