ვენტილირებადი ფასადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ფასადი ვენტილირებადი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ვენტილირებადი ფასადი – კონსტრუქცია რომელიც შედგება ფასადის დამცავ-მოსაპირკეთებელი მასალისა და კედელზე მისი სამაგრი ქვეკონსტრუქციისგან. ქვეკონსტრუქცია მაგრდება შენობის ფასადზე ისე, რომ მოსაპირკეთებელ მასალასა და კედელს შორის დარჩეს საჰაერო შრე, რომელიც მოქმედებს ბუნებრივი სავენტილაციო გამწოვი მილის პრინციპით – ატმოსფერულ ნალექებს და ტენს აცილებს შენობის კედლებს, უზრუნველყოფს კედლების მუდმივ დაცვას, ამცირებს თბოდანაკარგებს. ვენტილირებადი ფასადი გამოიყენება როგორც ახალი, ასევე ძველი შენობების რეკონსტრუქციისათვის.

ვენტილირებადი ფასადი გამოირჩევა შემდეგი უპირატესობებით:

  • შენობის მზიდი კონსტრუქციების მუდმივი დაცვა კლიმატური და ფიზიკური ზემოქმედებისაგან;
  • კედლების თერმული დეფორმაციის თავიდან აცილება;
  • ფასადის მონტაჟის შესაძლებლობა წელიწადის ყველა დროს;
  • მოსაპირკეთებელი კედლების დეფექტებისა და ზედაპირის გასწორების შესაძლებლობა;
  • ნებისმიერი მასალით აშენებული კედლის (ბეტონი, აგური, ბლოკი, ხე, ლითონკონსტრუქცია) მოპირკეთების შესაძლებლობა;
  • ფასადის ხანგრძლივი საექსპლოატაციო ვადა (50 წლამდე). მთელი ამ ხნის განმავლობაში არ საჭიროებს რემონტს;
  • შენობის რეკონსტრუქციის შემთხვევაში ფასადის კონსტრუქციების ხელახლა გამოყენების შესაძლებლობა;
  • პრესტიჟულობა;
  • კარგი თბოიზოლაცია, ცეცხლმედეგობა, მაღალი ჰიდრო- და ბგერაიზოლაცია;
  • არქიტექტურული შემოქმედების ფართო შესაძლებლობა და სხვა.

გარდა აღნიშნულისა ფასადის ზედაპირი წინააღმდეგობას უქმნის ღია ალს, ირეკლავს მზის სხივებს, ხელს არ უწყობს წვას, გაცხელებისას არ გამოყოფს მავნე ქიმიურ ნივთიერებებს და სხვა.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები