ფასბინდერი რაინერ ვერნერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რაინერ ვერნერ ფასბინდერი

რაინერ ვერნერ ფასბინდერი (1945-1982) – გამოჩენილი გერმანელი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი. „ახალი გერმანული კინოს“ ერთ-ერთი ლიდერი.

1966 წელს გამოცდებს აბარებდა დასავლეთ ბერლინის კინოსა და ტელევიზიის აკადემიაში, მაგრამ ვერ გაიარა კონკურსი. იმავე წელს დაამთავრა მსახიობის ოსტატობის კურსი.

1967 წელს, მეორე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ჩაებარებინა აკადემიაში, მიეკედლა მიუტჰენის „მოქმედების თეატრის“ დასს, რომელიც 1968 წელს დაიხურა. ფასბინდერმა თანამოაზრეებთან ერთად დააარსა „ანტითეატრი“. მალე ის დასის ლიდერი გახდა.

ფასბინდერის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმები – „სიყვარული სიკვდილზე ცივია“ (1969), „კატცელმაჰერი“ (1969), „შავი ჭირის ღმერთები“ და სხვ. დაიდგა „ანტითეატრის“ დასთან ერთად.

ამ პერიოდში ფასბინდერი 3-4 ფილმს იღებდა წელიწადში და პარალელურად თეატრსა და ტელევიზიაში მუშაობდა. რეჟისორის სიცოცხლეში უდიდესი აღიარება მოიპოვა ფილმმა „მარია ბრაუნის ქორწინება“, სადაც მთავარი როლი ფასბინდერის მუზამ ჰანა შიგულამ განასახიერა.

ფასბინდერი მისდევდა მოუწესრიგებელი, გიჟური ცხოვრების წესს, ეტანებოდა ნარკოტიკებს, და იმავე დროს ქმნიდა და ცხოვრობდა ადამიანის შესაძლებლობების ზღვარზე. თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში 43 ფილმის გადაღება მოასწრო.

ფილმოგრაფია და ჯილდოები:

  • 1969 – „შავი ჭირის ღმერთები“
  • 1969 – „კატცელმაჰერი“
  • 1969 – „სიყვარული სიკვდილზე ცივია“
  • 1970 – „რიო დას მორტეს“
  • 1970 – „უაიტი“
  • 1971 – „უფრთხილდი წმინდა მეძავს!“
  • 1972 – „პეტრა ფონ კანტის მწარე ცრემლები“
  • 1973 – „შიში სულს ჭამს“ (კანის სკფ ფიპრესის პრიზი, ეკუმენური ჟიურის პრიზი)
  • 1974 – „ეფი ბრისტ ფონტანე“ (ბერლინის სკფ. საერთაშორისო ევანგელისტური ჟიურის პრიზი)
  • 1977 – „ბოლვიზერი“
  • 1978 – „მარია ბრაუნის ქორწინება“ (ბერლინის სკფ გაზეთ Berliner Morgenpost-ის პრიზი)
  • 1980 – „ბერლინი-ალექსანდერპლაცი“
  • 1980 – „ლილი მარლენი“
  • 1981 – „ლოლა“
  • 1982 – „ვერონიკა ფოსის სევდა“ (ბერლინის სკფ „ოქროს დათვი“)
  • 1982 – „ქერელი“

და სხვ.


წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები