ფასების ეფექტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფასების ეფექტი - (price effect) – საქონელზე (მომსახურებაზე) ფასების ცვლილებით გამოწვეული ერთობლივი მოთხოვნის ცვლილება. ფასების ეფექტი, რომელიც ეყრდნობა ორდინალურ (ყველაზე მაღალ) სარგებლიანობის კონცეფციას, მოიცავს შემოსავლისა და შენაცვლების ეფექტებს და ცნობილია სლუცკის განტოლების სახელწოდებით:
ფასების ეფექტი = შემოსავლის ეფექტი + შენაცვლების ეფექტი.
რუსმა ეკონომისტმა ე. სლუცკიმ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მოთხოვნის თეორიის განვითარებასა და, აქედან გამომდინარე, ფასების ეფექტის შესწავლაში. სლუცკის მიერ მიღებულმა შედეგებმა შემდგომი განვითარება პოვა ჰიკსისა და ალენის ნაშრომებში.