ფასისისმიერი დისკრიმინაცია
ფასისმიერი დისკრიმინაცია - (price discrimination), არსებობს ფასისმიერი დისკრიმინაციის ორი ძირითადი ფორმა: პირველი გულისხმობს კომპანიების ისეთ პრაქტიკას, როცა მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფისათვის განსხვავებული ფასები წესდება, მეორე გულისხმობს ერთი მომხმარებლისათვის განსხვავებულიფასების დაწესებას ერთი და იმავე საქონლის სხვადასხვა ერთეულზე. პირველ შემთხვევაში, როცა მომხმარებელთა თითოეულ ჯგუფს აქვს განსხვავებული მოთხოვნის ფასისმიერი ელასტიკურობა, ფირმას შეუძლია მომხმარებელთა თითოეული ჯგუფისგან მიღებული ზღვრული შემოსავლების გათანაბრების გზით მიიღოს მეტი მოგება, ვიდრე თანაბარი ფასების პირობებში. მეორე შემთხვევაში ფირმამ იდეალში უნდა ამოიღოს მთლიანად სამომხმარებლო ნამატი ანუ მიიღოს ფასისმიერი დისკრიმინაციის დამატებითი სარგებლობა, რომელიც მომხმარებელს შეეძლო მიეღო იმ შემთხვევაში, თუ საქონელს მუდმივი ფასით შეიძენდა. ეს მიიღწევა პროდუქციის თითოეულ ერთეულზე იმ მაქსიმალური ფასის ტოლი ფასის დაწესებით, რომლის გადახდისთვისაც მომხმარებელი მზადაა მოთხოვნის შესაბამისად. ამ გზით ფირმას შეუძლია მიითვისოს მთელი სამომხმარებლო ნამატი. ფასისმიერი დისკრიმინაციის ეს ფორმა მოითხოვს ყოველი მომხმარებლის მოთხოვნის მრუდის ზუსტ ცოდნას, ამიტომ იგი არასდროს არ გამოიყენება ზემოთ აღწერილი ფორმით. ასეთი დისკრიმინაციის უფრო გავრცელებული ფორმაა გაზისა და ელექტროენერგიის მიმწოდებლების მიერ გამოყენებული ორი ნაწილისგან შედგენილი ტარიფი, რომლის დროსაც ყიდვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ქსელში ჩართვის უფლებისათვის რენტის გადახდის შემდეგ. ასეთი რენტული გადასახდელით ხელში იგდებენ სამომხმარებლო ნამატის ნაწილს.