ფასციოლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფასციოლა – (Fasciola; ლათ. მცირე ზომის ლენტი), ტრემატოდების გვარი, რომელიც მიეკუთვნება Fasciolidae-ს ოჯახს.
Fasciola hepatica (ლათ. hepaticus ღვიძლის) და Fasciola gigantica – სახეობები, რომლებიც ჩლიქიანი ცხოველების, მღრღნელებისა და ადამიანის ორგანიზმში პარაზიტობენ და ფასციოლოზის აღმძვრელები არიან. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელი – მტკნარი წყლის მოლუსკები – Limnea truncatula და Limnea auricularia.