ფასწარმოქმნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფასწარმოქმნა - (price formation) - საქონლისა და მომსახურების ფასების ჩამოყალიბების პროცესი. განასხვავებენ საბაზრო და სახელმწიფო (ცენტრალიზებულ) ფასწარმოქმნას. საბაზრო ფასწარმოქმნა ხორციელდება მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების საფუძველზე ხოლო სახელმწიფო ფასწარმოქმნა - სახელმწიფო ორგანოების მიერ ფასების დაწესებით.