ფაფიაშვილი ლალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლალი ფაფიაშვილი – დაიბადა 1972 წლის 22 იანვარს თბილისში. — პროფესორი. სამეცნიერო ნაშრომების, მონოგრაფიის ავტორი.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1994); ასპირანტურა (1997).
სამუშაო გამოცდილება
- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი თანაშემწე, პროტოკოლის განყოფილების გამგე.
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2007): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი.
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი 2007 წლიდან.