ფეერია (თეატრი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფეერია – (ფრანგ. feerie < fee – ფერია, ჯადოქარი), სპექტაკლების ჟანრი, რომლებშიც ასახულია ფანტასტიკური ან არაჩვეულებრივი თავგადასავალი, გამოყენებულია სხვადასხვა სადადგმო ეფექტები, ტრიუკები; ფართოდ არის გამოყენებული თეატრალური მაშინერია, განათება, ბგერითი გაფორმება როგორც განსაკუთრებული თეატრალური ჟანრი, ფეერია წარმოიშვა იტალიაში მე-17 საუკუნეში ფეერიული იყო მრავალი საოპერო-საბალეტო სპექტაკლი, ასევე ბაზრობების თეატრების წარმოდგენები მე-17-18 სს. საფრანგეთში. ფეერიამ ფართო გავრცელება ჰპოვა მე-17 საუკუნეში ინგლისში და სხვა ევროპულ ქვეყნებში.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები