ფეიდო ჟორჟ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჟორჟ ფეიდო − (ფრანგ. Georges Feydeau, 1862-1921), ფრანგი დრამატურგი.
ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო მე-19 საუკუნის 80-იან წლებში. ადრეული ხანის დრამატული ნაწარმოებებიდან აღიარება მოიპოვა პიესამ „ქალების თერძი“. შემდგომში პოპულარობა მოიპოვეს მისმა მხიარულმა კომედიებმა და ვოდევილებმა: „დამა მაქსიმესაგან“, „მიხედე ამელიას“ (და სხვ.). ფეიდო „ბულვარული დრამატურგიის“ წარმომადგენელია. მისი პიესები გამოირჩევა საინტერესო ინტრიგით, გამრთობი სცენური სიტუაციებით, სიმსუბუქით და ეფექტურობით.