ფელპსი სამიუელ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამიუელ ფელპსი − (ინგლ. Samuel Phelps, 1804-1878), ინგლისელი მსახიობი და რეჟისორი. მე-19 საუკუნის ინგლისური რეჟისურის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი. როგორც მსახიობმა საუკეთესო როლები შექმნა კომედიებში. 1844-62წლებში ხელმძღვანელობდა თეატრს „სედლერს-უელსი“, რომელიც ამ დროისათვის იქცა ლონდონის ერთ-ერთ წამყვან თეატრად. განახორციელა შექსპირის თითქმის ყველა პიესის დადგმა. როგორც რეჟისორ-პედაგოგი, იგი ითხოვდა შესრულების ანსამბლურობას, სცენური სახეების ცხოვრებისეულ მრავალფეროვნებას.