ფენოვანი კისელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფენოვანი კისელი

12 ცალი მარწყვი;
თხილის კისელისათვის:
6 ს/კ თხილი;
2 ლიტრი რძე;
6 ს/კ შაქარი;
6 ს/კ სახამებელი;
შოკოლადის კისელისათვის:'
1 ლიტრი რძე;
2 ს/კ სახამებელი;
4 ს/კ კაკაო;
1 გრ დაფქული დარიჩინი;
1 მწიკვი მარილი;
250 გრ ნაყინი;
ცოტაოდენი ვანილი.

თხილი მოვხალოთ ტაფაზე და დავაქუცმაცოთ. შემდეგ თხილი მოვხარშოთ რძესთან, შაქართან ერთად, დავუმატოთ ცივ რძეში გახსნილი სახამებელი წამოვადუღოთ და გავაცივოთ.

შოკოლადის კისელისათვის რძეს დავუმატოთ ვანილი და წამოვადუღოთ. სახამებელი, კაკაო და დარიჩინი გავხსნათ ცოტაოდენ რძეში, ჩავასხათ მდუღარე რძეში, ისევ წამოვადუღოთ (იმისათვის, რომ კისელმა არ გაიკეთოს აპკი, დავუმატოთ მწიკვი მარილი) და გავაცივოთ.

მაგიდასთან მიტანის წინ კისელი ჭურჭელში ჩავასხათ ფენებად, ზემოდან მოვათავსოთ ნაყინის ბურთულა და მოვრთოთ მარწყვით.


წყარო

მსოფლიოს ხალხთა სასმელები‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები