ფერარა აბელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

აბელ ფერარა – ამერიკელი რეჟისორი დასცენარისტი (დაიბადა 1951წლის 19 ივლისს ბრონქსში, ნიუ­-იორკი, აშშ).

ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში სერიოზულად იყო გატაცებული კინოთი და იღებდა საკუთარ სამოყვარულო ფილმებს. პირველი წარმატება 1979 წელს ეწვია, როდესაც გადაიღო და მთავარი როლი შეასრულა ფილმში „მკვლელი ელექტრონული ბურღით”. ფილმი, გადაღებული მიზერული თანხით, იქცა რეალისტური ჰორორის კლასიკად, მოგვიანებით კი საკულტო ფილმადაც. მაგრამ თვითონ ფერარას წარმატება ეწვია მოგვიანებით, მხოლოდ კრიმინალური დრამა „მის ორმოცდახუთი კალიბრის“ შემდეგ. ფილმმა დაიმსახურა დადებითი შეფასებები კინოკრიტიკოსებისგან და რეჟისორს საშუალება მისცა მიეღო დაფინანსება თავისი მომავალი ფილმებისთვის.

აბელ ფერარას შედევრად იქნა აღიარებული ფილმი „ცუდი ლეიტენანტი” (1992 წელი), რომელშიც რეჟისორი მისთვის ჩვეული სექსიზმის თემის ექსპლუატაციას ახდენს.

„ცუდი ლეიტენანტის” შემდეგ ფერარას კინემატოგრაფიულიკარიერა დაღმა მიემართება.

მისი ფილმები ხშირად დაკავშირებულია რელიგიურ თემატიკასთან, პრაქტიკულად ყოველ მის ნამუშევარში ნახსენები ან ნაჩვენებია სექსუალური ძალადობა. კინემატოგრაფიული სტილისტიკის მიხედვით ფერარა ბევრი რამით ჰგავს რობერ ბრესონს.

ფილმოგრაფია და ჯილდოები:

  1. 1979 – „მკვლელი ელექტრონული ბურღით”
  2. 1981 – „მის 45 კალიბრი”
  3. 1984 – „შიშის ქალაქი”
  4. 1987 – „ჩინელი ქალიშვილი”
  5. 1980 – „ნიუ-იორკის მეფე”
  6. 1992 – „ცუდი ლეიტენანტი”
  7. 1993 – „სახიფათო თამაში”
  8. 1996 – „დასაფლავება” (ვენეციის სკფ, კინოს დარგში საერთაშორისო კათოლიკური ორგანიზაციის (OCIC) პრემია)
  9. 1998 – „სასტუმრო ახალი ვარდი” (ვენეციის სკფ, ელვირა ნოტარის სახელობის პრიზი – განსაკუთრებული მოხსენიება, პრემია Bastone Bianco’)
  10. 2005 – „მარია” (ვენეციის სკფ, ჟიურის განსაკუთრებული
  11. პრიზი, სერჯიო ტრასატის პრემია, მიმო როტელას სახელობის ფონდის პრემია, კომუნიკაციების მსოფლიო კათოლიკური ასოციაციის (SIGNIS) პრიზი)
  12. 2007 – „სთრიპთიზ-კლუბის ზღაპრები”
  13. 2008 – „ჩელსი ყინულით”
  14. 2009 – „ნეაპოლი, ნეაპოლი, ნეაპოლი”
  15. 2011 – „4:44 უკანასკნელი დღე დედამიწაზე”
  16. 2014 – „პაზოლინი”
  17. 2019 – „ტომაზო”
  18. 2020 – „ციმბირი”

და სხვ.

წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი VIII

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები