ფერთა გამა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფერთა გამა – კოლორიტის ფერადოვნების განსაკუთრებულობა, „ოპტიკური“ კანონზომიერების დახასიათება, რომელიც აერთიანებს ნაწარმოების ძირითად ფერთა შეფერილობას. როგორც წესი, ამ ტერმინს თან ახლავს ფერებისათვის ჩვეული განსაზღვრებანი (რადგან ფერთა გამას უწოდებენ თბილს, ცივს, კაშკაშას, მქრქალს, ნათელს და ა. შ.).
|