ფერისცვალების ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფერისცვალების ქუჩა – ქუჩა თბილისში, ძველი თბილისის რაიონი (ავლაბარი); ურბნისის ქუჩიდან ისნის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX სუკუნეში. დატანილია თბილისის 1867 წლის გეგმაზე. ქუჩის თავში დგას XVIII საუნის ფერისცვალების დედათა მონასტერი (ირაკლისა და დარიას ეკლესია) და ქუჩის სახელწოდებაც მას უკავშირდება. 1923 წელს ქუჩას ე. ფიგნერის სახელი ეწოდა. 1990 წელს კვლავ დაუბრუნდა ძველი სახელი. ქუჩაზე და შესახვეეში შემონახულია XIX საუკუნის საცხოვრებელი სახლები. აქვს 1 გასასვლელი (ფერისცვალების გასასვლელი), 1 ჩიხი.